Monday, June 29, 2015

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის   მთავარი თემა
ხერხემლიანი   ცხოველები
სწავლების   საფეხური
V კლასი
მოსწავლეთა  პროფილი
10 მოსწავლე.სსსმ მოსწავლე-1.
გაკვეთილის მნიშვნელობ/
აქტუალობა
მოსწავლეს   განუვითარდება   სოციალური  უნარები,ჯგუფური   მუშაობის   უნარი.
წარმოდგენა   შეექმნებათ   ხერხემლიან  ცხოველებზე
გაკვეთილის მიზნები   და   შედეგები
      მთელი  კლასი ბუნ.v.2
მოსწავლეს  შეუძლია  ხერხემლიანი  ცხოველების ძირითადი  ორგანოების  მათ   ფუნქციებთან დაკავშირება.
     სსსმ  მოსწავლემ  გაარჩიოს  ხერხემლიანი  ცხოველებიდან  თევზები,ფრინველები  მხოლოდ ერთი  ნიშნის  მიხედვით(სამოძრაო  საშვალებები)
      მოსწავლები  შეძლებენ დაახასიათონ   ხერხემლიან  ცხოველების 5 ჯგუფი(თევზები,ამფიბიები,ფრინველები,ძუძუმწოვრები,ქვეწარმავლები)ძირითადი   ორგანოები   და   დააკავშიროს  მათ  ფუნქციებთან
      სსსმ  მოსწავლე შერძლებს  ილუსტრაციაზე გამოარჩიოს  ხერხემლიანი  ცხოველები და  გაარჩიოს  მხოლოდ  ერთი  ნიშნის  მიხედვით(სამოძრაო  საშვალებები)

წინასწარი   ცოდნა
მოსწავლეებმა  იციან  ცოცხალი  ორგანიზმები: მცენარეები, ცხოველები. ცხოველები   იყოფიან  ხერხემლიანებად   და   უხერხემლოებად.უხერხემლო  ცხოველებში  ერთიანდებიან  მწერები,კიბოები  და  ობობები თავიანთი  დამახასიათებელი  ნიშნებით
სსსმ  მოსწავლეს შეუძლია (ილუსტრაციაზე)  ამოცნობა,გარჩევა   მცენარეების  და   ცხოველების   გარეგნული   ნიშნების    მიხედვით(მაგ:ფოთოლი,ყვავილი,ფრთა,ფეხი)
შეფასების   საგანი   და   პროცედურები
განმსაზღვრელი  შესაბამისი  ქულებით
განმავითარებელი  სიტყვიერი  კომენტარით
სასწავლო  მასალა  და   ტექნიკური  რესურსები
ბუნების   სახელმძღვანელო,ილუსტრაციები,დაფა,  ცარცი,ფერადი ფანქრები,თაბახის   ფურცლები. სლაიდები
გაკვეთილის   მსვლელობა საკლასო  მენეჯმენტი
 A  ფაზა .(7წთ)  
კლასის  ორგანიზება.
საშინაო  დავალების  შემოწმება.
ძველი  მასალის   გამოკითხვა.
ფრონტალური კითხვები:
ა)რამდენ   ჯგუფაადაა   დაყოფილი  ხერხემლიანი   ცხოველები
ბ)უხერხემლო  ცხოველებს   რომელი   ცხოველები   მიეკუთვნება 
სსსმ  მოსწავლის   აქტივობა.
ა)რომელი  ცხოველები  იცის  ჩამოთვალოს
ბ)სახლში  რომელი   ცხოველი   ყავს   დაასახელოს

B ფაზა(25წთ). 
მასწავლებელი   წერს  დაფაზე თემის   დასახელებას -  “ხერხემლიანი    ცხოველები”.სვამს   კითხვას   რა   იციან   ხერხემლიანი   ცხოველების    შესახებ. უჩვენებს  სლაიდს   ცხოველთა   მრავალფეროვნებებით  და  მათი  საარსებო   გარემოთი.
სსსმ  მოსწავლეს   თხოვს  მეგობართან   ერთად   გამოვიდნენ  დაფასთან   და  შეასრულონ   მარტივი   მოძრაობა  გადაიხარონ   მარჯვნივ  , მარცხნივ, წინ, უკან და ამ   მოძრაობიდან   გამომდინარე  ამახვილებს  ყურადღებას   ხერხემლის    ფუნქციაზე  როგორც   ადამიანისთვის   ასევე    ყველა   ხერხემლიან   ცხოველებისთვის
მოსწავლეებს  მასწავლებელი   ყოფს   ორ  ჯგუფად(4-4).
ერთ  წყვილს  სსსმ მოსწავლესთან  ერთად  აძლევს      დაჭრილ   ბარათებს  და  ააწყონ   თევზები  და    ფრინველების    აგებულების   მიხედვით
მთელ   კლას   აძლევს   დავალებას    სლაიდის   დახმარებით   გამოარჩიონ   ხერხემლიანი   ცხოველები    უხერხემლოებისგან, შეადგინონ   ცხრილი  ჩაწერონ   ხერხემლიანების   ხუთი   ჯგუფი (დანართი1)(თევზები,ამფიბიები,ქვეწარმავლები,ფრინველები, ძუძუმწოვრები)  და   ჩაწერონ   მათთვის   დამახასიათებელი  და    ნიშნები


c  ფაზა - 13 წუთი
 მასწავლებელი   მოსწავლეებთან   ერთად   აჯამებს   გადაცემულ   ცოდნას,მოსწავლეები    უზიარებენ   ერთმანეთს  თავიანთ   შთაბეჭდილებებს ადგენენ  ცხრილს
          
ვიცოდი
გავიგე
მაინტერესებს
უხერხემლო   ცხოველები:  მწერები,კიბოები,ობობები
ხერხემლიანების   ხუთი   ჯგუფის   წარმომადგენლები   თავიანთი   დამახასიათებელი   ნიშნებით
ხერხემლიანი  და   უხერხემლო   ცხოველების   კვების    ტიპები.

მოსწავლეები   მასწავლებელთან   ერთად   დაფაზე   ადგენენ  ვენის   დიაგრამას  და   ასახელებენ   ხერხემლიან  და   უხერხემლო   ცხოველების    მსგავსება   განსხვავებებს.
“ვენის   დიაგრამა”.
--თევზები-------    -ცოცხალი ორგანიზმები-------     --ობობები--------

 მასწავლებელი   აძლევს  საშინაო   დავალებას   მოიძიონ   ინორმაცია   ხერხემლიან  და   უხერხემლო   ცხოველები   რით    და  როგორ   იკვებებიან.
სსსმ   მოსწავლემ    სახლში   გააფერადოს   ცხოველების   სურათები

დანართი1.
თევზები
აქვთ   ქერცლებით  დაფარული   ტანი,მოძრაობენ   ფარფლებით,ცხოვრობენ   წყალში
კალმახი
ამფიბიები
სველი   კანი,ნაწილი  ცხოვრობს   ხმელეთზე  ნაწილი  წყალში,კვერცხებს   დებს   წყალში
გომბეშო
ქვეწარმავლები
აქვთ   ქერცლით   დაფარული   ტანი,ზოგი  დებს  კვერცხ  ზოგს  ახასიათებს   პირდაპირი   განვითარება
ხვლიკი
ფრინველები
ბუმბულით   დაფარული  კანი  კვერცხმდებლები
ქათამი
ძუძუმწოვრები
ბეწვით   დაფარული   კანი,ცოცხალმშობიარენი
ძაღლი





No comments:

Post a Comment