ტრენინგის რეფლექსია
პირველი დღე
დღევანდელი ტრენინგი -ინტელის ძირითადი კურსი:პროექტების სწავლება და ინფორმაციულ საკომუნიკაციო პროექტების ინტეგრირება ჩემთვის,როგორც ყოველთვის ნაყოფიერი იყო,რადგან ყოველთვის მსიამოვნებს რაიმე ახლის შესწავლა,რასაც შემდგომში აქტიურად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.დღეს შევქმენით პორტფოლიო რომელიც დამეხმარება მოუყარო თავი ჩემს ნამუშევრებს და ამავე დროს ადვილად მქონდეს წვდომა. საინტერესოდ და გასაგებად აგვიხსნა ჩვენმა ტრენერმა. დიდი მადლობა რომ ზრუნავთ ჩვენს კარიერულ წინსვლაზე.
მეორე დღე
დღევანდელი დღე ძალიან მომეწონა: სასწავლო პროექტების პორტფოლიოს გაცნობა, ვიმუშავეთ ბუკლეტის (ტრიპლეტი) დაგეგმვაზე ,გამოცემის ნიმუშების გაცნობაზე, დაკაბადონებაზე და ა.შ.მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში,რადგან ასეთი მიდგომებით სწავლება მეტად საინტერესო და სახალისო იქნება,მოსწავლეებისათვის,მასწავლებლებისათვის,მშობლებისათვის და ა.შ.
მესამე დღე
დღევანდელი დღე საინტერესო იყო, გავიხსენეთ წინა მასალა,ვიმუშავეთ სტანდარტების დადგენაზე,სასწავლო მიზნების შემუშავებაზე,ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების გააზრებაზე, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენაზე,ერთმანეთს გავუზიარეთ საკვანძო კითხვები.ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალებად დავამუშაოთ საპროექტო იდეების ზოგადი და საკვანძო კითხვები. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს რადგან გვიხსნის კარგად და ჩვენც მუშაობა გვიმარტივდება.
მეოთხე დღე
დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვიმუშავეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნაზე,მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენაზე,შეფასების კრიტერიუმებზე, მოსწავლეთა საჭიროებების შეფასების ჩეკლისტზე,პრეზენტაციის ძირითადი ელემენტის მომზადებაზე,PowerPointis პროგრამის ძირითადი ელემენტების გამოყენებაზე.დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ნაყოფიერი დღისათვის.
მეხუთე დღე
დღევანდელი დღე საინტერესო იყო,რადგან კიდევ ერთი საინტერესო თემა განვიხილეთ: მოსწავლის სასწავლო ნიმუშების შქმნაზე,მოსწავლის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე, 21-საუკუნის უნარჩვევების მიღწევებზე, საავტორო უფლებებზე.მადლობა ჩვენს ტრენერს ნაყოფიერი მუშაობისათვის.
მეექვსე დღე
დღევანდელი სამუშაო შეხვედრა საინტერესო იყო, განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება,ფოკუსირება შეფასების გეგმაზე,შეფასების განსაზღვრა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების გადახედვაზე.მადლობა ჩვენს ტრენერს.
მეშვიდე დღე
დღევანდელი დღის განსახილველი თემაა დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის. გავიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებები, ვისწავლეთ როგორ უნდა დავწეროთ აქტივობები თითოეული მოსწავლების შესაძლებლობების მიხედვით. შესაბამისად აქტივობების გაწერის შემდეგ მოცემული აქტივობა განვათავსეთ პროექტის გეგმის შესაბამის ველში.
მერვე დღე
დღევანდელ დღეს გავეცანით ფასილიტაციასა და ტექნოლოგიებს. განვიხილეთ არსებული თემის ირგვლივ მომზადებულ ჩექლისტებს. ჩექლისტი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია რომელიც გვეხმარება გაწეული სამუშაოს შესრულებაში, თუ რამდენად ზუსტად გავართვით თავი აღნიშნულ სამუშაოს. მოვამზადეტთ პროექტის ირგვლივ მომზადებული ჩექლისტები და განვათავსეთ პორტფოლიოს შესაბამის ფაილში.
მეცხრე დღე
ტრენინგ - კურსის მეცხრე დღეს მოვახდინეთ ნაშრომების პრეზენტაცია, კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ საკუთარი ნაშრომები და მოვახდინეთ მისი საბოლოო რედაქტირება. შევაჯამეთ არსებული ტრენინგი ფარგლებში გავლილი მასალების შეფასება, თუ რა გვასწავლა ამ ტრენინგა და როგორ გამოვიყენებთ მას სასწავლო პროცესში.
არსებული ნაშრომები ავტვირთეთ საკუთარ ბლოგზე . მადლობა ჩვენს ტრენერს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.
No comments:
Post a Comment